გადახდა
მიწოდება, გაუქმება და თანხის დაბრუნება
როგორ ხდება LinkMeal-ის გადახდა: რას იღებ, როდის ჩამოგეჭრება თანხა და როგორ გააუქმო ან მოითხოვო თანხის დაბრუნება.
კითხვა გაქვს გადახდაზე?
support@linkmeal.appჩვეულებრივ 2 სამუშაო დღეში გპასუხობთ, ქართულად ან ინგლისურად.
მისწერე მხარდაჭერასდეტალები
რას ყიდულობ
LinkMeal Premium-ის გამოწერას — ციფრულ მომსახურებას, რომლითაც LinkMeal-ის აპში და linkmeal.app-ზე სარგებლობ. ფიზიკურად არაფერი იგზავნება. ინდივიდუალური გამოწერა ერთ ადამიანზეა, ოჯახური — 5 ადამიანამდე.
მიწოდება
Premium შენს ანგარიშზე გადახდისთანავე ჩაირთვება, ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში. თუ 30 წუთის შემდეგაც არ ჩაირთო, მოგვწერე.
ფასი და გადახდა
ფასები ლარშია (₾) და გადახდამდე ჩანს. იხდი ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე; შენი ბარათის ნომერს ჩვენ ვერ ვხედავთ.
ავტომატური განახლება
გამოწერა ყოველი 1, 3 ან 6-თვიანი პერიოდის ბოლოს ავტომატურად ახლდება და თანხა იმავე ბარათიდან ჩამოიჭრება, სანამ არ გააუქმებ.
გაუქმება
გააუქმე ნებისმიერ დროს — linkmeal.app-ზე, ანგარიშის გვერდზე, ან აპის „გამოწერის“ ეკრანზე. Premium დარჩება გადახდილი პერიოდის ბოლომდე და მეტი თანხა აღარ ჩამოგეჭრება.
თანხის დაბრუნება
გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ ჩამოჭრა შეცდომად გეჩვენება, მოგვწერე support@linkmeal.app-ზე და გადავამოწმებთ. დამტკიცებული თანხა იმ ბარათზე დაგიბრუნდება, რომლითაც გადაიხადე.
უფასო საცდელი პერიოდი
ახალი ანგარიში 7 დღით უფასო Premium-ს იღებს, ბარათის გარეშე. საცდელი პერიოდის შემდეგ უფასო ვერსიაზე რჩები, თუ არ გამოიწერ.
ვინ გთავაზობს მომსახურებას
მომსახურებას გთავაზობს ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი ბედინაძე, ა. პოლიტკოვსკაიას 12ა, თბილისი, საქართველო, ტელ. +995 599 08 87 05, support@linkmeal.app.