დახმარება

რით დაგეხმაროთ?

კითხვა გაქვს LinkMeal-ზე, ანგარიშზე ან გადახდაზე? მოგვწერე — ყველა წერილს ვკითხულობთ.

მოგვწერე

ჩვეულებრივ 2 სამუშაო დღეში გპასუხობთ, ქართულად ან ინგლისურად.

მისწერე მხარდაჭერას

ვინ მართავს LinkMeal-ს

ოპერატორი
ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი ბედინაძე
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ელფოსტა
support@linkmeal.app
გადახდა
ბარათით, საქართველოს ბანკის მეშვეობით

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გამოვიწერო?

შედი ანგარიშში, გახსენი ანგარიშის გვერდი და დააჭირე „გამოწერას“. აირჩიე ინდივიდუალური ან ოჯახური და გადაიხადე ბარათით საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე. აპში კი დააჭირე „ბმულის გაგზავნა ელფოსტაზე“.

როგორ გავაუქმო?

ანგარიშის გვერდზე ან აპის „გამოწერის“ ეკრანზე. Premium დარჩება გადახდილი პერიოდის ბოლომდე და მეტი თანხა აღარ ჩამოგეჭრება.

შემიძლია თანხის დაბრუნება?

გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ ჩამოჭრა შეცდომად გეჩვენება, მოგვწერე და გადავამოწმებთ.

მიწოდება, გაუქმება და თანხის დაბრუნება

ინახება ჩემი ბარათი?

არა. ბარათის მონაცემებს საქართველოს ბანკის გვერდზე შეიყვან. ჩვენ ვინახავთ მხოლოდ ბანკის ტოკენს, რომ გამოწერა განახლდეს.

როგორ წავშალო ანგარიში?

აპში: პროფილი → ანგარიშის წაშლა. აპის გარეშე: linkmeal.app/delete-account. წაშლა საბოლოოა.